ფეხბურთი

1:00 | 8.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონი მერვედ გახდა

ფუტსალში ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონია, რომელმაც ფინალში პორტუგალია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ორი გრანდის დაპირისპირების გმირი ესპანელი ანტონიო პერესი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. ესპანეთი საწყის სამ წუთში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა პერესის და რაიას გოლებით, თუმცა, პორტუგალია არ გატყდა - ოთხი წუთი დასჭირდა, რომ ანგარიში გაეთანაბრებინა აფონსო ჟეზუშისა და რუბენ გოიშის გოლებით.

პირველი ტაიმის მიწურულს ესპანეთის ისევ წინ გავიდა, ამჯერად პერესმა პენალტი ზუსტად შეასრულა. მეორე ნახევარში პორტუგალიამ პაულეტას გოლით კიდევ ერთხელ აღადგინა წონასწორობა, მაგრამ ეს მაქსიმუმი იყო. ესპანეთის ნაკრები პერესის ჰეთ-თრიქით დაწინაურდა, ხოლო მატჩის დასრულებამდე 5 წამით ადრე ადოლფომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - ესპანეთმა 5:3 მოიგო.

ესპანეთის ნაკრები ისტორიაში მერვედ გახდა ევროპის ჩემპიონი, თუმცა 2016 წლის შემდეგ პირველად. თავის მხრივ, ზედიზედ ორი ჩემპიონობის შემდეგ პორტუგალია ამჯერად ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ფინალამდე გაიმართა მესამე ადგილისთვის შეხვედრა, რომელშიც ხორვატიამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა (5:5, 6:5) და მესამე ადგილი დაიკავა. მოგეხსენებათ, ეს ნაკრებები ჯგუფში საქართველოსთან ერთად იყვნენ.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიასთან ფრედ ითამაშა (2:2), მაგრამ ლატვიასა (0:4) და საფრანგეთთან (1:3) მარცხი განიცადა.

0.096016