უეფამ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპის საუკეთესო გოლის ხმის მიცემის შედეგები გამოაქვეყნა. გამარჯვებული „ბარსელონას“ თავდამსხმელის, მარკუს რაშფორდის გოლი გახდა პირველ ტურში „ნიუკასლის“ წინააღმდეგ მატჩში. თამაში კატალონიელების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
„ბენფიკას“ მეკარის, ანატოლი ტრუბინის გოლმა მადრიდის „რეალთან“ 4:2 მოგებულ მატჩში გულშემატკივრების გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა. ამ გოლმა პორტუგალიურ გუნდს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ადგილი მოუტანა, სადაც ისინი კვლავ „ლოს ბლანკოსს“ დაუპირისპირდებიან. მატჩები 17 და 25 თებერვალს გაიმართება.
საუკეთესო სამეულში მოხვდა„ოლიმპიაკოსის“ მოთამაშის, შიკინიუს გოლი ასევე „რეალის“ წინააღმდეგ მატჩში (3:4).







