ფეხბურთი

1:16 | 8.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" "შახტართან" სპარინგი 2:7 წააგო

„დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებაზე, ანტალიაში პირველი ამხანაგური მატჩ ჩაატარა და დონეცკის „შახტართან“ დიდი ანგარიშით 2:7 დამარცხდა.

პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა, როცა დინამოელთა შორის გიორგი ხარებაშვილმა და ბარნს ოსეიმ გაიტანეს, ხოლო უკრაინულმა გუნდმა 3 გოლი შეაგდო. თუმცა, მეორე ტაიმში დონეცკელები ძალიან დიდ უპირატესობას დაეუფლნენ და კიდევ ოთხი გოლი გაიტანეს. „შახტარის“ რიგებიდან დუბლი ნაზარინა გამოირჩა, თითოჯერ ლუკასმა, პროსპერმა, ელიასმა და ბონდარენკომ გაიტანეს, ერთი ბურთიც, უგრეხელიძემ საკუთარ კარში ჩაჭრა.

„დინამო თბილისი“ 10 თებერვალს, ლატვიურ „აუდას“ შეხვდება, 13-ში უკრაინულ „ვერესს“, 16-ში უზბეკურ „ნავბაჰორს“, ხოლო 17 თებერვალს შეკრებას ყაზახურ „აქტაუსთან“ სპარინგით დაასრულებს.

0.089548