სხვა

1:52 | 8.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ზამთრის ოლიმპიადა: დევისი-სმოლკინის წყვილის კარგი გამოსვლა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში ფინალური შეჯიბრება დაიწყო, სადაც საქართველო ხუთეულში მოხვდა და მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ყინულზე პირველები რიტმული ცეკვის თავისუფალ პროგრამაში წყვილები გავიდნენ - საქართველოს სახელით დიანა დევისი და გლებ სმოლკინი, რომლებმაც პრაქტიკულად უშეცდომოდ ისრიალეს. ტექნიკურ ელემენტებში მათი გამოსვლა 66.10 ქულით შეფასდა, ხოლო პროგრამულ კომპონენტებში - 51.72 ქულით. შედეგად, ჯამში 117.82 ქულა მიიღეს, რაც კონკრეტულ დისციპლინაში მეოთხე შედეგი იყო.

გუნდურად მათ საქართველოს 7 ქულა მოუტანეს.

განახლდა საერთო სატურნირო მდგომარეობა, რომელიც ასეთია:

1. აშშ - 44 ქულა

2. იაპონია - 39

3. იტალია - 37

4. კანადა - 34

5. საქართველო - 32

გუნდური შეჯიბრი 8 თებერვალს გაგრძელდება და მედალოსნებიც გამოვლინდება. გადამწყვეტ დღეს, საქართველოს სახელით ნიკა ეგაძე, ანასტასია გუბანოვა და წყვილებში - ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა იასპარეზებენ.

0.093955