სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:40 | 8.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "მშვენიერია იმის წარმოდგენა, რომ ილდიზი "იუვეში" დიდხანს დარჩება"
"თუ ილდიზივით დავიმსახურებ, ჩემი კონტრაქტის განახლებაც შესაძლებელი იქნება"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ქენან ილდიზის შესახებ ისაუბრა, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

სპალეტიმ თავის მდგომარეობაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ილდიზივით უნდა დაიმსახუროს კონტრაქტის განახლება:

„მშვენიერია იმის წარმოდგენა, რომ ქენანი „იუვენტუსში“ რაც შეიძლება ბევრი წლის განმავლობაში დარჩება. ქენანი მთელ გუნდს აძლიერებს. ის ერთი-ერთზე შესანიშნავი ფეხბურთელია, თითქმის ყოველთვის ახერხებს მეტოქის მოტყუებას, ილდიზი მართლაც დიდებული ფეხბურთელია. 20 წლის ასაკში გუნდს ლიდერობს, რაც მისი კულტურის და ოჯახის დამსახურებაა. მან იცის ადამიანებთან ურთიერთობა, ყოველთვის ხუმრობს და იღიმის, თუმცა ახალგაზრდაა და ბევრი რამ ჯერ კიდევ სასწავლი აქვს. იცის, როგორ იცხოვროს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებთან.

ჩემი კონტრაქტის განახლება? თუ ილდიზის მსგავსად, შედეგებით მეც დავიმსახურებ, მაშინ, ეს შესაძლებელი იქნება. „იუვენტუსმა“ ჯერ კიდევ უნდა მოაგვაროს რაღაცები, კლუბი არჩევანში თავისუფალია. მწვრთნელის ერთ-ერთი საუკეთესო თვისება ძლიერი ფეხბურთელების მოზიდვის უნარია. სწორედ ეს განსაზღვრავს კლუბის შედეგებს. საჭიროა ძლიერი ფეხბურთელები, ძლიერი ხასიათით, მაგრამ ზედმეტი და არასაჭირო ინვესტიციების გარეშე“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ქენან ილდიზმა „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, ხოლო სპალეტის ხელშეკრულება სეზონის ბოლოს იწურება. იტალიური მედიის ცნობით, სპალეტისთან კონტრაქტის განახლება მხოლოდ დროის საკითხია, რადგან ორივე მხარე თანამშრომლობით კმაყოფილია.

0.089312