სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:04 | 8.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "არასათანადოდ გვაფასებენ, პრობლემების ფონზე ჩემი გუნდი რაღაც წარმოუდგენელს ახერხებს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ჯენოასთან“ გამარჯვების (3:2) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, პრობლემების მიუხედავად მისი გუნდი შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს, რასაც არასათანადოდ აფასებენ:

„დღევანდელ მატჩზე ცოტა რაღაცის თქმა შეიძლება: ყველაფერი ჩვენ თვითონ გავაკეთეთ, შეცდომებით ორი გოლი გავუშვით, პირველივე წუთზე გოლის გაშვებას შეეძლო ჩვენი განადგურება, მაგრამ სამაგიეროდ, თამაშში დომინირება მოვახერხეთ. 10 კაცითაც ძალიან კარგად ვითამაშეთ და რთული მატჩი მოვიგეთ.

ამ სეზონში რაღაც წარმოუდგენელს ვაკეთებთ, რასაც არასაკმარისად აფასებენ. ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს და რთულია მატჩების მოგება, შედეგების მიღწევა. მაკტომინეის წლის დასაწყისიდან მყესის პრობლემა აქვს. ის მზად იყო მეორე ტაიმშიც ეთამაშა, მაგრამ არ გავრისკე. სამშაბათს იტალიის თასის მნიშვნელოვანი მეოთხედფინალში გვაქვს და 11 ფეხბურთელი გვჭირდება „კომოს“ წინააღმდეგ, რომელიც ამ უიქ-ენდზე არ თამაშობს და ჩვენს წინააღმდეგ საუკეთესო შემადგენლობით იქნება“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში 24 ტურის შემდეგ 49 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში „რომას“ უმასპინძლებს.

0.089298