„ბარსელონას“ თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის გადაბირება „ჩიკაგო ფაირს“ სურს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ამერიკული კლუბი პოლონელ ფორვარდს ორწლიან კონტრაქტს შესთავაზებს ძალიან მაღალი ხელფასით. თუმცა, ჯერ რობერტს გადაწყვეტილება არ მიუღია, რადგან ევროპიდანაც აქვს ასევე საინტერესო შეთავაზებები.
რობერტ ლევანდოვსკი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ბარსელონას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
პოლონელ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში „ლეხში“, „დორტმუნდში“, „ბაიერნსა“ და „ბარსელონაში“ უთამაშია.







