ამერიკელი მოთხილამურე ლინდსი ვონი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში სწრაფ დაშვებაში გამოვიდა, მაგრამ ყველაფერი მძიმედ დასრულდა.
ჯვარედინი მყესების ტრავმის მიუხედავად, 41 წლის სპორტსმენმა მისთვის ბოლო ოლიმპიადაზე გამოსვლა გადაწყვიტა, რაც გამართლებული არ აღმოჩნდა, რადგან დაშვებიდან მალევე ლინდსიმ წონასწრობა დაკარგა. ტკვილით გამოწვეული კივილი და მაყურებელთა სიჩუმე ისტორიის ნაწილი გახდება... ლინდსიმ ჯვარედინი მყესები რამდენიმე დღის გაიწყვიტა.
ტრასიდან ვონი საავადმყოფოში ვერტმფრენის მეშვეობით გადაიყვანეს. ჯერჯერობით, ორგზის მსოფლიოს და 2010 წლის ოლიმპიური ჩემპიონის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.







