სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:59 | 8.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა: "9-ქულიანი უპირატესობა არაფერს ნიშნავს"

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ საჩემპიონო ბრძოლაში 9-ქულიანი უპირატესობა არაფერს ნიშნავს და მთავარი ბრძოლები წინაა:

„ის (9 ქულა) არაფერს ნიშნავს. ჯერ კიდევ ბევრი თამაში გვაქვს მოსაგები. გზა ჯერ კიდევ გრძელია, მაგრამ დიდებული წარსული შორეულ მოგონებას აღარ ჰგავს“, - თქვა არტეტამ.

შეგახსენებთ, რომ „არსენალს“ „ასტონ ვილასა“ და „მანჩესტერ სიტისთან“ 9-ქულიანი უპირატესობა აქვს, თუმცა, „სიტისთან“ შედარებით თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

0.097503