რაგბი

18:01 | 8.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ რაგბი ევროპა გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის 2026 წლის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო.

„ბორჯღალოსნები“ სტუმრად შვეიცარიას შეხვდნენ, რომელსაც 54:3 აჯობეს. უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ტაიმში ქართველ მორაგბეებს გაუჭირდათ, რადგან მხოლოდ 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს (7:3). მეტრეველმა ლელო გაიტანა, რომელიც მატკავამ გარდასახა. მასპინძლებმა ამას ჯარიმით უპასუხეს.

თუმცა, მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების უპირატესობა აშკარა გახდა. სტუმრებმა მეტოქეს ყველაფერში ადვილად აჯობეს. მეორე ნახევარში ლელოები ტაბუცაძემ, ჯავახიამ, ჯალაღონიამ (2) და თაფლაძემ (2) გაიტანეს. იყო კიდევ ერთი საჯარიმო ლელოც. ამრიგად, საქართველომ 54:3 მოიგო და ბონუს ქულაც მოიპოვა.

პირველი ტურის შემდეგ საქართველოს და ესპანეთს 5-5 ქულა აქვთ, ნიდერლანდები და შვეიცარია უქულოდ არიან. მეორე ტურში „ბორჯღალოსნები“ 15 თებერვალს, სტუმრად ნიდერლანდებს შეხვდებიან.

შვეიცარია - საქართველო 3:54 (3:7)

0.165866