საქართველოს ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემზე მედალი ვერ მოიპოვა. მძიმე წონაში ირაკლი დემეტრაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოდა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხდა.
+100 კგ წონით კატეგორიაში ფინალურ ბლოკში დემეტრაშვილი გამოვიდა, რომელმაც ტაიპეის წევრი იო მინ დაი, ავსტრიელი მოვლი ბორჩაშვილი დაამარცხა, მეოთხედფინალში იაპონელ ჰიოგა ოტასთან ვერაფერი გააწყო, ხოლო რეპეშაჟში სამხრეთკორეელ სუენგეიობ ლისთან გაიმარჯვა. ბრინჯაოსთვის მისი მეტოქე სამხრეთკორეელი მინიონ კიმი იყო, რომლის წინააღმდეგ წააგო.
საქართველო პარიზში 10 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი, საიდანაც ლაშა შავდათუაშვილმა ვერ იასპარეზა, ხოლო დანარჩენებმა მედლის მოპოვება ვერ მოახერხა.







