ფეხბურთი

20:55 | 8.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვის და გიორგი პაპუნაშვილის გოლები აზერბაიჯანის ჩემპიონატში

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-19 ტურში „ზირას“ ფეხბურთელებმა დავით ვოლკოვმა და გიორგი პაპუნაშვილმა გოლები გაიტანეს.

„სუმგაითთან“ მატჩში 24-ე წუთზე ანგარიში შორი მანძილიდან ზუსტი დარტყმით ვოლკოვმა გახსნა, რომელმაც მერვე მატჩში მეოთხე გოლი მიითვალა, ხოლო 88-ე წუთზე პაპუნაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და თავის გუნდს 3:2 მოაგებინა. გიორგის აქტივში 18 თამაშში 3 გოლია.

ვოლკოვი 72-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო პაპუნაშვილი მოედანზე შეცვლაზე, 66-ე წუთზე შევიდა.

„ზირამ“ ამ გამარჯვებით 32 ქულა დააგროვა და მესამე პოზიციას იკავებს, ხოლო მომდევნო ტურში 14 თებერვალს „კარვანს“ საკუთარ მოედანზე შეხვდება.

0.093438