საბერძნეთის სუპერლიგაში „ოფის“ ქართველმა ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ გოლი გაიტანა.
მეოცე ტურში „ოფიმ“ „ლევადიაკოსთან“ 3:2 მოიგო და 76-ე წუთზე გამარჯვების გოლის გატანა სწორედ შენგელიამ შეძლო, რომელმაც მეტოქის კარი ახლო მანძილიდან დალაშქრა.
ლევან შენგელიას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.
„ოფიმ“ ზედიზედ მესამედ მოიგო, 24 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 15 თებერვალს, „კიფისიას“ ესტუმრება.







