ავსტრიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი საგოლე პასით გამოირჩა.
გრაცულმა გუნდმა „რიდთან“ საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე იაკობ ჰოდლმა კიტეიშვილის პასის შემდეგ გაიტანა.
დებიუტი ჰქონდა გიზო მამაგეიშვილს, რომელიც თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო.
ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და სამჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კონკრეტულად ავსტრიის ჩემპიონატში 16 შეხვედრაში 8 გოლით და 3 საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა.
„შტურმი“ ბუნდესლიგაში 31 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 14 თებერვალს, „ტიროლს“ ესტუმრება.







