კალათბურთი

22:19 | 8.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის 3 ქულა და "გრანადას" მარცხი "რეალთან"

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-19 ტურში ბექა ბურჯანაძის „გრანადა“ მადრიდის „რეალს“ ესტუმრა, რომლის წინააღმდეგ 79:94 დამარცხდა.

მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელიც მადრიდელებმა 12 ქულით მოიგეს.

ბექა ბურჯანაძემ ესპანური გრანდის წინააღმდეგ 9 წუთში 3 ქულა მიითვალა. ბექამ 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„გრანადა“ ლიგა ენდესაში 1 მოგებით და 18 წაგებით ბოლო ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 14 თებერვალს, „გრან კანარიას“ უმასპინძლებს.

ესპანეთს რანგით მეორე დივიზიონში გიორგი კორსანტიას „გიპუზკოამ“ „კარტახენა“ ადვილად, 84:64 დაამარცხა, ხოლო ქართველმა კალათბურთელმა 25 წუთში თავის გუნდს 7 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი შესძინა.

0.185894