ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „მანჩესტერ სიტიმ“ „ენფილდ როუდზე“ „ლივერპული“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
შეხვედრა საინტერესო გამოდგა. არნე სლოტის გუნდი 74-ე წუთზე დომინიკ სობოსლაის გოლით დაწინაურდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დასრულებამდე დიდი დრო არ რჩებოდა, მაინც უქულოდ დარჩა.
10 წუთში ბერნარდო სილვამ აღადგინა წონასწორობა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ერლინგ ჰოლანდმა პენალტით პეპ გვარდიოლას გუნდს მოაგებინა - 1:2.
გიორგი მამარდაშვილს არ უთამაშია, ისევ სათადარიგო სკამზე იყო. ქართველ მეკარეს მიმდინარე სეზონში „ლივერპულის“ მაისურით 11 მატჩი აქვს ჩატარებული - 5 პრემიერლიგაში, 4 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 ასოციაციის თასზე და 1 ინგლისის ლიგის თასზე.
„ლივერპული“ 39 ქულით მეექვსე პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას 11 თებერვალს, სტუმრად „სანდერლენდთან“ გამართავს.
„მანჩესტერ სიტიმ“ 50 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, „არსენალს“ 6 ქულით ჩამორჩება, ხოლო მომდევნო ტურში „ფულჰემს“ უმასპინძლებს.
„ლივერპული“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:2 (0:0)
გოლები: 1:0 სობოსლაი (74), 1:1 ბერნარდო სილვა (84), 1:2 გოლანდი (90, პენ)







