გერმანიის ბუნდესლიგისლიგაში მიუნხენის „ბაიერნმა“ „ჰოფენჰაიმს“ უმასპინძლა, რომელიც 5:1 გაანადგურა.
ვენსან კომპანის გუნდს წინა ორ ტურში ვერ მოეგო, ამიტომ, ძალიან მოტივირებული იყო. მე-17 წუთზე „ჰოფე“ მოედანზე 10 კაცით დარჩა, თან პენალტი მიიღო, რომელიც ჰარი კეინმა გაიტანა და ნათელი გახდა, რომ მატჩს მასპინძლები მოიგებდნენ. თუმცა, სტუმრებმა ცოტა ხანი გაიბრძოლეს, როცა ანდრე კრამარიჩმა გაათანაბრა. ეს მხოლოდ 5 წუთით. შემდეგ კეინმა მეორე პენალტი დაარტყა ზუსტად და დუბლი შეასრულა, ხოლო ტაიმის მიწურულს ლუის დიასმაც გაიტანა. კოლუმბიელის შეჩერება სტუმრებმა ვერ მოახერხა, მან მეორე ტაიმში კიდევ ორი გოლი მიითვალა.
კეინის დუბლი, დიასის ჰეთ-თრიქი და „ბაიერნმა“ 5:1 მოიგო, რის შედეგადაც, 54 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „დორტმუნდს“ ისევ 6 ქულით უსწრებს.
„ბაიერნი“ – „ჰოფენჰაიმი“ 5:1 (3:1)
გოლები: 1:0 კეინი (20, პენ), 1:1 კრამარიჩი (35), 2:1 კეინი (45, პენ), 3:1 ლუის დიასი (45), 4:1 ლუის დიასი (62), 5:1 ლუის დიასი (89)







