ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობის ფინალური ეტაპი გრძელდება, სადაც სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ იასპარეზეს.
ქართულმა დუეტმა მსაჯებისგან ჯამში 139.70 ქულა მიიღეს, რის შედეგადაც, კონკრეტულ შეჯიბრში მონაწილე ხუთ წყვილს შორის მეორე შედეგი აჩვენეს და გუნდს 9 ქულა შესძინეს.
საერთო რეიტინგში საქართველოს ნაკრები 41 ქულით მეოთხე ადგილზეა, ჩამორჩება აშშ-ს (51 ქულა), იაპონიასა (49) და იტალიას (45), ხოლო კანადის ნაკრებს უსწრებს.
მედლების გათამაშებამდე ყინულზე ანასტასია გუბანოვა და ნიკა ეგაძე გავლენ. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, შეძლებს თუ არა, საქართველო სამეულში მოხვედრას და შესაბამისად, მედლის მოპოვებას.







