ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურული ციგურაობის ფინალში ანასტასია გუბანოვა თავისუფალ პროგრამაში შესანიშნავად გამოვიდა და საქართველოს ნაკრებს მედლის შანსი შეუნარჩუნა.
გუბანოვას გამოსვლა მსაჯებმა 140.17 ქულით შეაფასეს, რითაც ხუთეულში მეორე იყო, შესაბამისად, საქართველოს 9 ქულა მოუტანა. ის მხოლოდ იაპონელ სპორტსმენს ჩამორჩა.
შედეგად, გუნდურ სატურნირო ცხრილში საქართველო 50 ქულით მეოთხე ადგილზეა და იტალიას 2 ქულით ჩამორჩება, რომელიც მესამე პოზიციაზეა. ლიდერები აშშ და იაპონია არიან 59-59 ქულით, ხოლო კანადა მეხუთე ადგილზეა.
დღეს იასპარეზებს ნიკა ეგაძე, რის შედეგადაც გაირკვევა მედლების მფლობელები.







