კალათბურთი

0:48 | 9.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 4 ქულა და "ბარსელონას" გამარჯვება ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-19 ტურში „ბარსელონამ“ „ჟირონას“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში, 97:92 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ 28 წუთში 4 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.

„ბარსელონა“ 13 მოგებით და 6 წაგებით ლიგა ენდესაში მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 15 თებერვალს, „მანრესას“ უმასპინძლებს.

0.157542