ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრებს მედლამდე ძალიან ცოტა დააკლდა და მეოთხე ადგილს დასჯერდა.
ყინულზე ბოლოს ნიკა ეგაძე გავიდა, რომლის გამოსვლა 154.79 ქულით შეფასდა, მან მეხუთე შედეგი აჩვენა ხუთ მონაწილეს შორის და შესაბამისად, ვერ აჯობა იტალიელ მონაწილეს, რომელიც კონკურენტი იყო.
შედეგად, საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა, ხოლო მედლები აშშ-მ, იაპონიამ და იტალიამ გაინაწილეს.
საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ, 56 ქულით დაასრულა გუნდური ასპარეზობა. სატურნირო ცხრილი ასეთია:
1. აშშ - 69 ქულა
2. იაპონია - 68
3. იტალია - 60
4. საქართველო - 56
5. კანადა - 54
აღსანიშნავია, რომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის მეოთხე ადგილიც ისტორიული და საუკეთესო შედეგია. ქართველი მოციგურავეები ახლა ოლიმპიადაზე ძალებს ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მოსინჯავენ.







