სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:54 | 9.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი გოლით დაბრუნდა, პსჟ-მ "მარსელი" გაანადგურა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „მარსელი“ 5:0 გაანადგურა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა.

პირველ ტაიმში უსმან დემბელემ დუბლი შეასრულა, რასაც მეორე ტაიმში მედინას ავტოგოლი მოჰყვა. ტრავმისგან სწრაფად გამოჯანმრთელებული კვარაცხელია თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო. ოთხ წუთში მან მარჯვენა ფეხით ერთი შეხებით დაარტყა და ლამაზი გოლი გაიტანა. საბოლოო ანგარიში კან-ინ ლიმ დააფიქსირა. ხვიჩას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

კვარაცხელიას ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ყველა ტურნირზე ქართველის მონაგარი 28 შეხვედრაში 8 გოლი და 6 საგოლე პასია.

„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში 51 ქულით ლიდერია, „ლანსს“ ორი ქულით უსწრებს და მომდევნო ტურში 13 თებერვალს, „რენს“ სტუმრად შეხვდება.

0.173152