ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 24-ე ტურში „ლაციოს“ დაუხვდა, რომელსაც ვერ აჯობა. ლუჩანო სპალეტის გუნდი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ თამაშის სცენარიდან გამომდინარე ქულისთვის ბრძოლა ბოლო წუთამდე მოუწია.
„იუვენტუსმა“ პირველ ტაიმში შანსები ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, პირველივე მომენტით „ლაციომ“ ანგარიში გახსნა: კომპენსირებულ დროში პედრომ ზუსტად დაარტყა. მეორე ტაიმიც რომაელთა გოლით დაიწყო. „იუვეს“ დაცვა ისევ ჩავარდა და ანდრეას ისაკსენმა სხვაობა გაზარდა.
ლუჩანო სპალეტის გუნდმა 0:2-დან იბრძოლა. ვესტონ მაკკენიმ სხვაობა 59-ე წუთზე შეამცირა, შემდეგ ტურინელებმა ბევრი მომენტი შექმნეს, მაგრამ გოლი ვერ გაჰქონდათ. გაიტანეს 95-ე წუთზე, როდესაც ჟერემი ბოგას ჩაწოდების შემდეგ პიერ კალულუმ თავით ზუსტად დაარტყა და წონასწორობა აღადგინა - ფრე 2:2.
„იუვენტუსი“ 46 ქულით მეოთხეა, ხოლო „ლაციოს“ 33 ქულა აქვს და მერვე საფეხურს იკავებს.
„იუვენტუსი“ – „ლაციო“ 2:2 (0:1)
გოლები: 0:1 პედრო (45), 0:2 ისაკსენი (47), 1:2 მაკკენი (59), 2:2 კალულუ (90)







