ესპანეთის ლა ლიგის 23-ე ტურში მადრიდის „რეალი“ „ვალენსიას“ ესტუმრა, რომელიც დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ ალვარო არბელოას გუნდმა მეტოქე მეორე ტაიმში გატეხა. ანგარიში ალვარო კარერასმა გახსნა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კილიან მბაპემ სხვაობა ორამდეგ გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მადრიდის „რეალი“ 57 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 14 თებერვალს, „სოსიედადს“ უმასპინძლებს. „ვალენსია“ 23 ქულით მე-17 პოზიციაზეა, გასავარდნი ზონის ზღვარზე, რომელსაც ერთადერთი ქულითაა დაშორებული.







