NBA-ში „ტორონტო რეპტორსმა“ „ინდიანა პეისერსი“ 122:104 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
გარდამტეხი მესამე პერიოდი იყო, რომელიც „ტორონტომ“ 44:26 მოიგო და საბოლოოდ, გამარჯვებაც მოიპოვა.
სანდრო მამუკელაშვილმა 21 წუთი ითამაშა, მაგრამ ეს დრო ნაყოფიერად გამოიყენა: 17 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 3 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიო ჩააგდო.
„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 32 მოგებით და 22 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 12 თებერვალს, შინ „დეტროიტთან“ გამართავს.







