სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:00 | 9.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ალვარო არბელოა: "მესტალიაზე თამაში ყოველთვის სტომატოლოგთან ვიზიტს ჰგავს"

ესპანეთის ლა ლიგის 23-ე ტურში მადრიდის „რეალი“ „ვალენსიას“ ესტუმრა, რომელიც დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"მესტალიაზე თამაში ყოველთვის სტომატოლოგთან წასვლას ჰგავს. ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა და ამისთვის მზად ვიყავით. საბოლოოდ გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ და ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვებულები ვბრუნდებით. კურტუას არცერთი მოგერიების გაკეთება არ დასჭირვებია. ფეხბურთელებმა ძალიან ბევრი იშრომეს და დიდი მონდომება გამოიჩინეს დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს ზრდის და განვითარების პოტენციალი კვლავ გააჩნია.

ძალიან გაგვიმართლა, რომ კილიანი დღეს ჩვენი გუნდის წევრია, რადგან ის მსოფლიოში ამჟამად საუკეთესო ფეხბურთელია. მბაპეს კარიერაში კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, თუმცა ვფიქრობ თუ ვინმეს შეუძლია კრიშტიანუ რონალდუს დონეზე ასვლა და მისი შედეგების გაუმჯობესება, ეს სწორედ კილიანია", - განაცხადა არბელოამ.

შეგახსენებთ, რომ
მადრიდის „რეალი“ 57 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 14 თებერვალს, „სოსიედადს“ უმასპინძლებს. „ვალენსია“ 23 ქულით მე-17 პოზიციაზეა, გასავარდნი ზონის ზღვარზე, რომელსაც ერთადერთი ქულითაა დაშორებული.

0.094618