სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:09 | 9.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "წინ კიდევ 13 თამაშია დარჩენილი, რაც პრემიერლიგისთვის ძალიან ბევრია და შეიძლება ყველაფერი მოხდეს"

ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურის ცენტრალური მატჩი "ენფილდზე" გაიმართა, სადაც "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად "ლივერპული" დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ "ქალაქელთა" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"რთული თამაში გამოვიდა, ეს თავიდანვე ვიცოდით, რადგან "ენფილდზე" თამაში ყოველთვის ძნელია, ეს სტადიონი თავისი გულშემატკივრებით და ატმოსფეროთი, ყველასგან განსხვავებულ გარემოს ქმნის და ამას დამატებული ის ფაქტი, რომ "ლივერპული" ძალიან კარგი გუნდია. მატჩის დაწყებამდე ყველას გვესმოდა, რომ აქ წაგება, ან ქულების დაკარგვა ტიტულისთვის ბრძოლის დასრულებას ნიშნავდა, აქედან გამომდინარე ყველანი მობილიზებულნი ვიყავით და მოხარულები ვართ, რომ გავიმარჯვეთ. ვფიქრობ ტიტულისთვის ბრძოლა გრძელდება და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ, "არსენალის" ფორმისგან გამომდინარე 6 ქულიანი ჩამორჩენა მაინც ბევრია, თუმცა 9 ქულას ნამდვილად ჯობს. წინ კიდევ 13 მატჩია დარჩენილი, რომელიც პრემიერლიგისთვის ძალიან ბევრია. ასე, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ "სიტი" 25 ტურის შემდეგ 50 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ "არსენალს" 6 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში გვარდიოლას გუნდი საკუთარ მოედანზე "ფულჰემს" უმასპინძლებს, ხოლო "არსენალი" "ბრენტფორდს" ესტუმრება.

0.167419