ნიდერლანდების ერედივიზიონის 22-ე ტურში ირაკლი იეგოიანის „ექსელსიორმა“ სტუმრად „ბრედა“ 2:0 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი ულამაზესი გოლი გაიტანა
იეგონიანმა შეხვედრა ტრადიციულად ძირითადიდან დაიწყო და სრულად ითამაშა, ხოლო გოლის გატანა 31-ე წუთზე შეძლო და ანგარიში 2:0 გახადა. სხადასხვა სტატისტიკური ვებგვერდების მიხედვით ქართველმა 7.5 შეფასება დაიმსახურა.
ირაკლის კარგი თამაში დაუფასდა და ზედიზედ მეორედ, ხოლო მიმდინარე სეზონში მეოთხედ მოხვდა ერედივიზიონის ტურის სიმბოლურ ნაკრებში. ქართველი ამჯერად ნიდერლანდურმა გამოცემა Telegraaf-მა და Sofascore-მა გამოარჩია.
იეგოიანი „ექსელსიორის“ ერთ-ერთი ლიდერია, ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასით გამოირჩა. „ექსელსიორი“ 26 ქულით მე-10 ადგილს იკავებს, მომდევნო ტურში კი 14 თებერვალს, „ალკმაარს“ შინ დაუპირისპირდება.







