გუშინ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) დაჯილდოება გაიმართა, სადაც 2025 წლის საუკეთესო ძიუდოისტები და მწვრთნელები გამოვლინდნენ.
სასიხარულოა, რომ 2025 წლის ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ წლის საუკეთესო ქალ ძიუდოისტად დასახელდა. მსოფლიოს ჩემპიონმა IJF-ის ყოველწლიური გამოკითხვა მოიგო.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუდაპეშტში მოპოვებული ისტორიული ოქრო, რომლითაც ეთერი გახდა საქართველოს პირველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი. ეს გამარჯვება სიმბოლოა იმ წინგადადგმული ნაბიჯისა, რომლითაც საქართველომ ქალთა ძიუდოში ახალი ისტორია დაწერა.ჯილდო ეთერს ევროპის ძიუდოს კავშირის (EJU) პრეზიდენტმა გადასცა.
ამ ყველაფერთან ერთად საერთაშორისო ასპარეზზე აღიარება საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმაც მოიპოვა, რომლებიც საუკეთესოდ დასახელდნენ.
ეს უდიდესი აღიარება ჩვენი მწვრთნელების მრავალწლიანი შრომის, ერთიანობისა და საერთო ხედვის შედეგია. ჩვენი გუნდის ლიდერობამ და თავდაუზოგავმა ერთგულებამ ქართული ძიუდოს გავლენა მსოფლიო არენაზე კიდევ უფრო განამტკიცა.
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია







