სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:00 | 9.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

Sofascore-მა გიორგი კვერნაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

იტალიის სერია B-ს 23-ე ტურში „ფროზინონემ“ უშუალო კონკურენტ „ვენეციასთან“ 1:2 დამარცხდა, ხოლო გიორგი კვერნაძე საგოლე პასით გამოირჩა.

მიუხედავად მარცხისა, კვერნაძეს კარგი მატჩი ჰქონდა და ცნობილმა სტატისტიკურმა საიტმა Sofascore-მა ყველაზე მაღალი შეფასება 8.1 დაუწრა. აღნიშნულმა გამოცემამ დღეს ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც ქართველი შემტევიც მოხვდა.



კვერნაძეს სერია B-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

„ფროზინონე“ 23 ტურის შემდეგ 46 ქულით მეორე ადგილზეა და სწორედ „ვენეციას“ ჩამორჩება, უკვე 4 ქულით, ხოლო მომდევნო ტურში 11 თებერვალს, „აველინოს“ ესტუმრება.

0.200871