სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:35 | 9.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

სანტი კაზორლა: "სიმართლე ისაა, რომ ლა ლიგა პრემიერლიგას ყველა ასპექტში ბევრი წლით ჩამორჩება"

"რეალ ოვიედოს" 41 წლის ფეხბურთელმა სანტი კაზორლამ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უკმაყოფილება ვერ დამალა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ლა ლიგა გააკრიტიკა.

ესპანელი ფეხბურთელის აზრით, ლა ლიგის ჩემპიონატი პრემიერლიგას ყველა ასპექტში ბევრი წლით ჩამორჩება. ეს განცხადება კაზორლამ მას შემდეგ გააკეთა, რაც "რეალ ოვიედოსა" და "რაიო ვალეკანოს" მატჩი გადაიდო.

აღნიშნული შეხვედრა 7 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა მატჩი ოთხი საათით ადრე გადაიდო. ამის მიზეზად კი, "რაიო ვალეკანოს" საშინაო არენაზე მინდვრის შეუსაბამო მდგომარეობა გახდა.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით, "ოვიედოს" წარმომადგენლებმა საჩივარი უკვე ოფიციალურად შეიტანეს, ისინი ითხოვენ ტექნიკური გამარჯვების ჩაწერას და სხვა დროს მატჩის ჩატარების წინააღმდეგები არიან.

როგორც ესპანური გამოცემები იუწყებიან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ლა ლიგის მესვეურები გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში გამოაცხადებენ.

0.093986