სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:10 | 9.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" მზად არის ფედერიკო კიეზა გაყიდოს

„ლივერპული“ მზად არის სეზონის დასრულების შემდეგ იტალიელი შემტევის, ფედერიკო კიეზას გაშვებაზე იფიქროს. მერსისაიდელები 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 24 მილიონ ფუნტს ითხოვენ. აღნიშნულ ინფორმაციას caughtoffside-ი ავრცელებს.

იტალიელის მიმართ ინტერესს სერია A-ს რამდენიმე გრანდი იჩენს. შესაძლო ვარიანტებად სახელდებიან „იუვენტუსი“, „ნაპოლი“ და „რომა“.

არსებული ინფორმაციით, კიეზასთვის იტალიაში დაბრუნება ყველაზე რეალისტურ სცენარად მიიჩნევა. ფედერიკო კიეზამ კარიერის საუკეთესო წლები სწორედ სერია A-ში გაატარა და სავარაუდოდ, მომდევნო სეზონიდან კვლავ იტალიურ ფეხბურთს დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა "ლივერპულის" ღირსებას 2024 წლიდან იცავს, მან მიმდინარე სეზონში 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

0.095155