სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:00 | 9.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რეალში" კარვახალის მომავალი სულ უფრო ბუნდოვანი ხდება

34 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა დანი კარვახალმა შესაძლოა ზაფხულში "რეალი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი მარიო კორტეგანა ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელებს ჯერ კარვახალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღიათ და ისინი დარწმუნებულნი არ არიან, რომ მისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმება სწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან დანი ხშირად ტრავმიანობა და ამ ყველაფერს მისი ასაკიც ემატება.

ამასთან, ფეხბურთელის მხარეც არ არის დარწმუნებული, რომ კარვახალი კვლავ დარჩება "რეალში", ამის მიზეზად კი მისი ხელფასი და გუნდის მომავალ პროექტში მისი როლის მნიშვნელობა სახელდება. აქედან გამომდინარე დიდია შანსი ესპანელმა ფეხბურთელმა კლუბი 2026 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ დანი კარვახალი "რეალის" აკადემიის აღზრდილია და ძირითად გუნდში 2013 წლიდან თამაშობს. მას კლუბთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.100973