„ტენერიფეს“ კალათბურთელი გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას მე-10 ტურის MVP გახდა.
მე-10 ტური დიდი ხნის წინ ჩატარდა, მაგრამ დასრულებული არ იყო, „გრან კანარიასა“ და „ბასკონიას“ მატჩი ახლახან ჩატარდა მე-10 ტურის ეგიდით, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ქართველი ცენტრი ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
მე-10 ტურში „ბრეოგანთან“ შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 34-ს გაუტოლდა, რაც ტურში საუკეთესო მაჩვენებელია. ხსენებულ მატჩში გიორგიმ 18 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. 8-დან 7 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 8-ჯერ ბურთი დაცვაში მოხსნა, 2-ჯერ შეტევაში.
გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას ტურის MVP 26-ედ გახდა, რითაც ისედაც რეკორდსმენი იყო და შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესა.







