„დინამო თბილისის“ ფეხბურთელი საბა ხარებაშვილი კარიერას სტამბოლის „ბაშაკშეჰირში“ გააგრძელებს.
თურქულმა კლუბმა ტრანსფერი დაადასტურა და 17 წლის ქართველ მცველთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაფორდა. ვინაიდან ხარებაშვილი ჯერ არასრულწლოვანია, „ბაშაკშეჰირს“ მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეუერთდება, მანამდე „დინამოში“ ითამაშებს.
საბა ხარებაშვილი „დინამო თბილისის“ აღზრდილია და მთავარ გუნდში უკვე მოასწრო 58 მატჩის ჩატარება, რომლებშიც გოლი არ გაუტანია, საგოლე პასი კი ექვსჯერ გააკეთა.
მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ერთი მატჩი ჩატარებული და გუნდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტიც გახდა (16 წლის).
„ბაშაკშეჰირი“, რომელსაც ნური შაჰინი წვრთნის, თურქეთის სუპერლიგაში ამჟამად მეექვსე პოზიციაზეა.







