ლონდონის „არსენალს“ მიკელ მერინო დიდი ხნით გამოაკლდა. ესპანელმა ფეხბურთელმა ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც მოედანზე პრაქტიკულად სეზონის ბოლომდე ვერ გავა.
მერინო ტრავმის გამო 3-4 თვის განმავლობაში იუქმებს. მისი მიზანია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ფორმაში დაბრუნდეს, რათა ესპანეთის ნაკრების განაცხადში მოხვდეს.
მიკელ მერინომ მიმდინარე სეზონში „არსენალის“ მაისურით ყველა ტურნირზე 33 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა.





