სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:35 | 9.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგის კალათები და კალენდარი: ვის შეიძლება შეხვდეს საქართველოს ნაკრები

ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილსიყრა სულ მალე, 12 თებერვალს გაიმართება.

საქართველოს ნაკრები B დივიზიონში ითამაშებს, სადაც მესამე კალათაშია განთესილი, ისევე, როგორც სლოვენია, ირლანდია და რუმინეთი. შესაბამისად, ჯგუფში საქართველოს ნაკრები ამ გუნდებთან ვერ მოხვდება.

დივიზიონის 16 ნაკრები ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდება და შინ-სტუმრად პრინციპით ექვს ტურს ითამაშებენ.

ერთა ლიგის ოთხივე დივიზიონის კალათები უკვე განაწილებია, რომლებიც შემდეგნაირია:

A დივიზიონი

I კალათა: პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია

II კალათა: იტალია, ნიდერლანდები, დანია, ხორვატია

III კალათა: სერბეთი, ბელგია, ინგლისი, ნორვეგია

IV კალათა: უელსი, ჩეხეთი, საბერძნეთი, თურქეთი

B დივიზიონი

I კალათა: შოტლანდია, უნგრეთი, პოლონეთი, ისრაელი

II კალათა: შვეიცარია, ბოსნია, ავსტრია, უკრაინა

III კალათა: სლოვენია, საქართველო, ირლანდია, რუმინეთი

IV კალათა: შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია, კოსოვო

C დივიზიონი

I კალათა: ისლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო, ყაზახეთი

II კალათა: ფინეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, სომხეთი

III კალათა: ბელარუსი, ფარერები, კვიპროსი, ესტონეთი

IV კალათა: ლატვია ან გიბრალტარი, ლუქსემბურგი ან მალტა, მოლდოვა, სან-მარინო

D დივიზიონი

I კალათა: აზერბაიჯანი, ლიეტუვა, გიბრალტარი ან ლატვია, მალტა ან ლუქსემბურგი

II კალათა: ლიხტენშტეინი, ანდორა

ერთი დეტალი: წარსულისგან განსხვავებით შემოდგომაზე სამის ნაცვლად ორი სანაკრებო ფანჯარა იქნება. ერთა ლიგის ოთხი ტურის მატჩები 12 დღეში გაიმართება. ტურნირი სექტემბრის ბოლოს დაიწყება და მეოთხე ტურის შეხვედრები ოქტომბრის დასაწყისში ჩატარდება. ბოლო ორი ტურისთვის ნოემბერია გამოყოფილი.

ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის კალენდარი

I ტური: 24-26 სექტემბერი (2026 წელი)

II ტური: 27-29 სექტემბერი (2026)

III ტური: 2026 წლის 30 სექტემბერი-3 ოქტომბერი (2026)

IV ტური: 2026 წლის 4-6 ოქტომბერი (2026)

V ტური: 2026 წლის 12-14 ნოემბერი (2026)

VI ტური: 15-17 ნოემბერი (2026)

A დივიზიონის მეოთხედფინალები: 25-30 მარტი (2027)

A/B და B/C დივიზიონის პლეი ოფები: 25-30 მარტი (2027)

ფინალური ტურნირი (A დივიზიონის): 9-13 ივნისი (2027)

C/D დივიზიონის პლეი ოფები: 23-28 მარტი (2028)

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე B დივიზიონში ზედიზედ მეორედ ითამაშებს. წინა სეზონში ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, რის გამოც ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფში სომხეთთან თამაში მოუწია, რომელიც ორი მატჩის ჯამში 9:1 დაამარცხა (3:0, 6:1). მანამდე, ზედიზედ ორი სეზონი საქართველო C დივიზიონში იყო, ხოლო პირველი სეზონი D ლიგაში გაატარა. ასე რომ, D დივიზიონიდან B დივიზიონამდე აღზევება მოახერხა, რადგან ერთხელ D დივიზიონი მოიგო, ერთხელ - C. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეშვეობით ორჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში, საიდანაც პირველი შანსი ვერ გამოიყენა (2020), ხოლო მეორე შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა (2024) და ევრო 2024-ზეც ითამაშა.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 12 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

0.16107