რაგბი

22:10 | 9.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

I ლიგა | XVI ტური 19 თებერვალს ჩატარდება

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის XVI ტურის შეხვედრები, 20-22 თებერვლის ნაცვლად 19 თებერვალს ჩატარდება.

ცვლილების მიზეზი სანაკრებო თამაშები და დიდი 10-ის მორიგი ტურია. მოგეხსენებათ, 21 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით ესპანეთს „ავჭალაზე“ მასპინძლობს, 20-წლამდელთა ნაკრები კი 22-ში რუსთავის „ხარები არენაზე“ სამხრეთ აფრიკელ თანატოლებთან ტესტ-მატჩს გამართავს.

ამავდროულად, ამ პერიოდში დიდი 10-ის XV ტურის თამაშები უნდა გაიმართოს, 7 ქართველ მსაჯს კი საერთაშორისო შეხვედრები უწევს.

ამრიგად, გადაწყდა, რომ პირველი ლიგის XVI ტურის თამაშები (ხუთივე) 19 თებერვალს ჩატარდეს. ამ დღეს თელავის ‘ჭადარი’ ‘ჭიათურას’ უმასპინძლებს, ბოლნისის ‘ყოჩები’ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ დაუხვდება, სამცხე-ჯავახეთის ‘ტაო’ ‘ რუსთავის ‘შავ ბასტიონს’ შეხვდება, მარნეულის ‘არმაზი’ წყალტუბოს ‘დინოზავრს’ შეერკინება, ხოლო ‘ფოთი’ თბილისის ‘ლოკომოტივს’ მიიღებს. მანამდე პირველი ლიგის გუნდებს 6-8 თებერვალს XV ტურის თამაშები ელით.

RUGBY.GE

0.16152