ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური შეჯიბრის დასრულების შემდეგ ასპარეზობა ინდივიდუალურად დაიწყო.
დღეს, მოკლე პროგრამაში წყვილებში დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა იასპარეზეს, რომლებმაც ოცეულში მოხვედრა შეძლეს, რაც თავისუფალ პროგრამაში, შესაბამისად, ფინალში გამოსვლის უფლების მომტანია.
დიანას და გლების წყვილმა მსაჯებისგან 77.15 ქულა დაიმსახურეს, რაც 23 მონაწილეს შორის მე-13 შედეგი იყო. მათ ტექნიკური ელემენტებისთვის 43.23 ქულა მიიღეს, ხოლო პროგრამულ კომპონენტებში 33.92 ქულა.
დიანა დევისი და გლებ სმოლკინი თავისუფალ პროგრამაში 11 თებერვალს იასპარეზებენ.
მოკლე პროგრამის შემდეგ საუკეთესო სამეული ასეთია:
1. ლორენს ფურნიე - გულემ სიზერონი (საფრანგეთი) – 90.18 ქულა
2. მედისონ ჩოქი - ევან ბეიტსი (აშშ) – 89.72
3. პიპერ ჟილე - პოლ პიორე (კანადა) – 86.18
შეგახსენებთ, რომ გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა და ცოტა დააკლდა მედლამდე, მაგრამ მაინც ისტორიული შედეგი აჩვენა.







