სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

10:26 | 10.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რასინგის" მწვრთნელი: "გულიაშვილმა შესანიშნავად ითამაშა და კიდევ მოუმატებს"

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 25-ე ტურში გიორგი გულიაშვილის „რასინგმა“ „მირანდესი“ 1:0 დაამარცხა და ლიდერობა დაიბრუნა.

ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო, 88-ე წუთამდე ითამაშა. საკმაოდ აქტიურობდა და გოლთანაც რამდენჯერმე ახლოს იყო, მაგრამ მეკარემ ხელი შეუშალა.

მატჩის შემდეგ სანტანდერელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ალბერტომ ქართველი ფორვარდი შეაქო:

„გულიაშვილმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა. მან ჯილდოს სახით გოლი ვერ მიიღო, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე მოუმატებს“, - თქვა ხოსე ალბერტომ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილი „რასინგს“ იანვარში შეუერთდა და ჯერჯერობით, ესპანური კლუბის მაისურით ოთხი უგოლო მატჩი ჩაატარა. „რასინგი“ 47 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში 15 თებერვალს, „ეიბარს“ ესტუმრება.

0.173763