სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

13:42 | 10.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინის ზაფხულის ტრანსფერით დაინტერესებული კლუბები გამოვლინდნენ

მიუნხენის „ბაიერნის“ ინგლისელი თავდამსხმელი ჰარი კეინი საუდის არაბეთის კლუბების ინტერესს იწვევს - წერს Kicker.

წყაროს ცნობით, პოტენციურ დამსაქმებლებს შორის არიან საუდის არაბეთის წამყვანი კლუბები, მათ შორის „ალ-აჰლი“ და „ალ-იტიჰადი“.

გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა თავდამსხმელის შენარჩუნებას გადაწყვეტს, თუმცა შეთანხმებაში 70 მილიონი ევროს ოდენობის გამოსასყიდი პუნქტი ფეხბურთელს საშუალებას აძლევს, ოფიციალურად აცნობოს ხელმძღვანელობას წასვლის შესახებ, სანამ გამოსყიდვის პუნქტი ამოქმედდება.

ამ სეზონში კეინმა „ბაიერნის“ რიგებში ყველა ტურნირზე 35 მატჩში 38 გოლი გაიტანა. ინგლისელის მიმდინარე კონტრაქტი მიუნხენის გუნდთან 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

თეგებიჰარი კეინი
0.162946