სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

14:09 | 10.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ერლინგ ჰოლანდმა პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლაზე ისაუბრა

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა პრემიერლიგის 25-ე ტურის მატჩში „ლივერპულთან“ 2:1 გამარჯვების შემდეგ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაზე ისაუბრა.

„ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, რომ ტიტულისთვის ბრძოლა სეზონის ბოლომდე გრძელდება. ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გამოჯანმრთელება, გუნდურ რეჟიმში დაბრუნება, სწორად კვება და სრულად ფოკუსირება „ფულემის“ წინააღმდეგ შემდეგ მატჩზე. წინ კიდევ ბევრი თამაშია“, - ციტირებს ESPN ჰოლანდის სიტყვებს.

25 მატჩის შემდეგ, ლიდერი „არსენალი“ პრემიერლიგის ცხრილში „მანჩესტერ სიტის“ ექვსი ქულით უსწრებს. ჰოლანდმა 2026 წელს სამი გოლი გაიტანა. სულ, 2025/2026 წლების სეზონში მას 36 მატჩში 28 გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა მოუგროვდა.

0.098282