ფეხბურთი

14:47 | 10.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ტრავმის გამო ორთვიანი შესვენნების შემდეგ ნეიმარის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა

ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი მზადაა, „სანტოსის“ შემადგენლობაში დაბრუნდეს კვირას „ველო კლუბეს“ წინააღმდეგ გასამართ მატჩში - გვამცნობს ge globo.

ამავდროულად, შესაძლებელია, თავდამსხმელმა ხუთშაბათს „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ბრაზილიის ლიგის მატჩამდე დაისვენოს. გუნდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, გაბიგოლი, სავარაუდოდ, კურიტიბაში თამაშს გამოტოვებს.

ნეიმარი ბოლოს მოედანზე ორ თვეზე მეტი ხნის წინ გამოჩნდა „კრუზეირუს“ წინააღმდეგ.

დეკემბრის ბოლოს, თავდამსხმელს მედიალური მენისკის გაწყვეტის შემდეგ ართროსკოპიული ოპერაცია ჩაუტარდა. კლუბთან მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდეა გათვლილი.

თეგებინეიმარი
0.088485