სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:30 | 10.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიამ" ლუქსემბურგელი ფეხბურთელი დაიმატა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ ვაჰიდ სელიმოვიჩი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

სელიმოვიჩი ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების წევრია. მას ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით ჩატარებული აქვს 14 მატჩი და გატანილი აქვს 1 გოლი.

28 წლის ცენტრალურ მცველს ზურგს სოლიდური საერთაშორისო გამოცდილება უმაგრებს. სხვადასხვა წლებში იგი გამოდიოდა ფრანგულ მეცში, კვიპროსულ აპოლონში, ბერძნულ ოფი კრეტაში, სლოვენიურ გორიცაში, ბოსნიურ ჟელეზნიჩარში და რუმინულ ჰერმანშტადტში.

0.09954