სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:12 | 10.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი: "2026 წელს ჩემი თამაშის დონე იდეალური არ არის, ვიცი, რომ უნდა გავაუმჯობესო"

მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა კრიტიკულად შეაფასა 2026 წლის დასაწყისში საკუთარი თამაში და აღიარა, რომ მას თამაშის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება სურს.

„წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ძალიან ცოტა გოლი მაქვს. მესმის, რომ უნდა გავაუმჯობესო ჩემი თამაში, ვიყო უფრო მკვეთრი და ვიმუშაო ჩემი თამაშის ყველა კომპონენტზე. წინ უნდა წავიდე - ეს არის ის, რასაც ჩემგან ელიან. არ მინდა ჩემი დაბალი დონის თამაშისთვის საბაბების ძებნა, მაგრამ კალენდარი დატვირთულია და ადვილი არ არის. ჩემთვის პრიორიტეტია ფორმაში ყოფნა და ტრავმების თავიდან აცილება, რათა მზად ვიყო გუნდს დავეხმარო. ტიტულისთვის ბრძოლა გრძელდება, სანამ არაფერი გადაწყვეტილია“, - თქვა ნორვეგიელმა.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი.

0.169679