სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:53 | 10.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" ხულიან ალვარესის დამატება სურს

ESPN-ის ჟურნალისტი ხორხე ბარავალე იუწყება, რომ „ჩელსი“ „ატლეტიკოს“ თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის შესაძლო ტრანსფერზე არაოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და აღნიშნავს, რომ ინგლისური კლუბი ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.

26 წლის არგენტინელი თავდამსხმელის მომავალი, სავარაუდოდ, მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ალვარესი რამდენიმე წამყვანი ევროპული კლუბის ინტერესშია, მათ შორის „ბარსელონასა“ და „არსენალის“, რომლებიც ასევე ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას.

წინასწარი შეფასებით, პოტენციური გარიგების ოდენობამ შეიძლება 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბოს, რაც ტრანსფერს ამ ზაფხულს ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერად აქცევს.

0.169316