თბილისის „იბერიამ“ ბრაზილიელი ფეხბურთელი ლუკას კაფე დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
22 წლის გარემარბის კარიერა ძირითადად მშობლიურ ქვეყანას უკავშირდება - თამაშობდა ბოავიშტაში, ინტერ ლიმეირასა და სხვადასხვა ბრაზილიურ კლუბებში, ბოლოს კი სომხურ ვანში გამოდიოდა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე „იბერიამ“ ლუქსემბურგელი მცველი ვაჰიდ სელიმოვიჩის ტრანსფერი დაადასტურა.







