ფეხბურთი

22:52 | 10.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"პორტუმ" ბომბარდირი სეზონის ბოლომდე დაკარგა

„პორტუს“ თავდამსხმელი სამუ ომოროდიონი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გამოაკლდა.

21 წლის ესპანელმა მუხლის ჯვარედინი მყესები დაიზიანა. „დრაკონების“ ვებგვერდი არ იტყობინება, რამდენ ხანს იუქმებს სამუ, მაგრამ პორტუგალიური მედიის ცნობით, მას ოპერაციას გაუკეთებენ და მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს. დიდი ალბათობით, ომოროდიონს მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვებაც მოუწევს.

ომოროდიონი „პორტუს“ ლიდერია და მიმდინარე სეზონში 31 მატჩში 20 გოლი გაიტანა, ხოლო 2024 წლიდან 76 თამაშში თავი 47-ჯერ გამოიჩინა. მანამდე ესპანელი „გრანადასა“ და „ალავესში“ თამაშობდა, ასევე, ირიცხებოდა „ატლეტიკოს“ რიგებში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093874