კალათბურთი

23:38 | 10.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 2 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

მეოთხე ტურში ესპანურმა კლუბმა სტუმრად ჩეხური „ნიმბურკი“ დამაჯერებლად, 69:55 დაამარცხა.

გიორგი შერმადინმა 16 წუთში 2 ქულა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, მარგი ქმედების კოეფიციენტი 1-ს გაუტოლდა.

„ტენერიფე“ 3 გამარჯვებით და 1 მარცხით ჯგუფში პირველ ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 11 მარტს, „გრან კანარიას“ საკუთარ მოედანზე შეხვდება.

0.163645