სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:39 | 11.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰმა შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს

„ლივერპულის“ ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა შესაძლოა სეზონის დასრულების შემდეგ კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს.

Foot mercato-ს ცნობით, ეგვიპტელმა ფეხბურთელმა გამოხატა მზაობა, რომ საუდის არაბეთში გადავიდეს, სადაც სათამაშოდ წასვლაზე გასულ ზაფხულს უარი თქვა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, „ალ-იტიჰადსა“ და ფეხბურთელის გარემოცვას შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

„ალ-იტჰადმა“ კარიმ ბენზემა და ნგოლო კანტე დაკარგა, კლუბს წარუმატებელი სეზონი აქვს და მომდევნო სეზონის წინ გაძლიერებაზე ფიქრობენ. ბენზემას შეცვლელად სალაჰს განიხილავენ.

მოჰამედ სალაჰს კლუბთან კონფლიქტი ჰქონდა, რომელიც მოგვარდა და „ლივერპულში“ დარჩა, მაგრამ ზაფხულში მისი წასვლის შანსი ძალიან დიდია.

0.090148